დიმიტრი მედვედევი – მიხეილ სააკაშვილმა ჩაისვარა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში “ჩაისვარა”.

“იტარ-ტასის” ცნობით, ასე გამოემხაურა მედვედევი მიხეილ სააკაშვილის მიერ ოდესის გუბერნატორის თანამდებობის დატოვებას.

“ოდესის ოლქის გუბერნატორის გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად არ გამოიყურება. თუმცა, მე ვიტყვი მარტივად, რუსულად: ამ მგზავრმა კვლავ ჩაისვარა. უკრაინას ალბათ იმედი ჰქონდა გამოცდილი ადამიანის მოსვლის შედეგად ოდესის აყვავების, თუმცა სამწუხაროდ შედეგი უარყოფითი, ნულოვანია”, – განაცხადა მედვედევმა ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მედვედევის განცხადებას უკვე გამოემხაურა მიხეილ სააკაშვილი. “როგორი გასაკვირია, რომ კრემლის არგუმენტები ემთხვევა ზოგიერთი უკრაინელი ექსპერტის მოსაზრებებს. ამის შემდეგ კიდევ ვინმე იტყვის, რომ მე კრმელის აგენტი ვარ”, – წერს სააკაშვილი  “ფეისბუქში”.

 

წყარო: 2030.ge

Comments
Loading...