დიმიტრი მედვედევი – ნატო რუსეთზე ყოველთვის იბუტება, ისე როგორც ეს მოხდა საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატოს არ მოსწონს როდესაც მოსკოვი მსოფლიო დღის წესრიგში მონაწილეობს. ამის შესახებ მედვედევმა “ევრონიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“მაშინ როდესაც მსოფლიო დღის წესრიგში რაღაც ხდება, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მაშინვე იბუტება და ამბობს: მორჩა, თქვენთან ურთიერთობას ვწყვეტთ, ურთიერთობას ვაჩერებთ. ასე იყო, საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს. ახლაც, უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროსაც ასეა. ჩვენ ვამბობთ, კარგი, ეს თქვენი საქმეა, შეწყვიტეთ”, – აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.

მისივე თქმით, რუსეთს სურს აშშ-ისა და ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები. ამასთან მედვედევის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დასავლეთთან კავშირების გაუმჯობესებისთვის.

Comments
Loading...