დიმიტრი პესკოვი: პუტინი გეოპოლიტიკურ ჭადრაკს კარგად თამაშობს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, თუ როგორ უნდა ითამაშოს გეოპოლიტიკურ ჭადრაკი. სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“მან იცის ამის გაკეთება. არ ვიცი რამდენად კარგად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გეოპოლიტიკურ ჭადრაკს კარგად თამაშობს. ეს, ალბათ, გაცილებით უფრო რთულია, “- განაცხადა მან.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი სახელმწიფოს მეთაურის რანგში ჭადრაკს არ თამაშობს. მანამდე, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია საჭადრაკო სკოლით იამაყოს
წყარო : Ipress.ge