დიმიტრი ქუმსიშვილი: ამ მძიმე წუთებში ჩვენ ფრანგი ხალხის გვერდით ვდგავართ

ეკონომიკის მინისტრი დიმირტი ქუმსიშვილი საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტრაგედიის გამო. პირადად ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებ საფრანგეთის თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახებს. გუშინ პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტები არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. ამ მძიმე წუთებში ჩვენ ფრანგი ხალხის გვერდით ვდგავართ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას”, – ნათქვამია ქუმსიშვილის განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.