დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის ელჩს, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.

 
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის არსებულ ძირითად მიმართულებებზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

 
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გერმანიის ელჩს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო.

 

 

“საუბარი წარიმართა მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. აღინიშნა, რომ მათი განხორციელებით საქართველო შეძლებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, რაც დადებითად აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

 
ასევე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე და ამ მიმართულებით გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის ჩართულობასა და როლზე. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ევროპული სტანდარტების დანერგვაზე ადგილობრივ წარმოებასა და მომსახურებაში.

 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას და იმედი გამოთქვეს, რომ პროცესი სულ მალე დასრულდება. ასევე, სამომავლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით ქალბატონმა ფაიჩმა გამოხატა მზაობა გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის მხარდაჭრისა, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაც არის საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 2017 წელს დაგეგმილი სამთავრობო მოლაპარაკებები”, – ნათქვამია ფინანასთა სამინისტროს ინფორმაციაში.

წყარო :   guradian.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.