დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის, „თიბისი ჯგუფის“, „ანაკლიის განვითარების კორსორციუმისა“ და მათი ჩინელი პარტნიორი კორპორაციების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის პორტის განხორციელების პროცესში ჩინური ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება.

შეხვედრაზე ჩინელმა ინვესტორებმა მოისმინეს აგრეთვე დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატისა და უცხოელი ინვესტორებისთვის ხელშემწყობი პირობების შესახებ.

შეხვედრას ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ.

Comments
Loading...