დიპლომატის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას ილია მეორეც დაესწრო

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ყველა ქართველ დიპლომატს დიპლომატის დღე კიდეც ერთხელ მიულოცა და მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისთვის, იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს ინტერესების დასაცავად ეწევიან.

მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ ასეთი მაღალპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული დიპლომატიური სამსახური უახლოეს წლებში წარმატებით დაძლევს ქვეყნის წინაშე არსებულ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს.

დიპლომატის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას თბილისის საკრებულოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Comments
Loading...