დოლიძემ რუსუდან ბოლქვაძეს სპექტაკლი მოუხსნა

კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ქეთი დოლიძის გადაწყვეტილებით, მსახიობსა და რეჟისორს რუსუდან ბოლქვაძეს სპექტაკლი მოუხსნეს. “ზვავი” სცენაზე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში დაბრუნდება:

“ჩვენო საყვარელო და ერთგულო მაყურებელო.. ვალდებულად ვთვლით თავს საქმის კურსში ჩაგაყენოთ: თუმანიშვილის თეატრის ამჟამინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა სპექტაკლი რეპერტუარიდან ამოიღო..((( ანუ, დაინტერესებულ მაყურებელს “ზვავის” ნახვა შეეძლება მხოლოდ რომელიმე ორგანიზაციის შეკვეთით, ან რამე ამდაგვარი საგანგებო მიზეზით..
…ვემშვიდობებით ჩვენს საყვარელ სპექტაკლს, რომელმაც მოგვიტანა დიდი სიხარული , შემოქმედებითიც და ადამიანურიც, მოგვიტანა წარმატება საქართველოს ქალაქებშიც და საერთაშორისო ფესტივალებზეც.. მადლობას ვუხდით თანადგომისთვის თეატრის ტექნიკურ პერსონალს, ადმინისტრაციას, კოლეგებს, რომლებიც ჩვენს სიხარულს იზიარებდნენ.. და უღრმესი მადლობა თქვენ, ძვირფასებო, ჩვენო მაყურებელო, რომ განგვაცდევინეთ ეს სიხარული..

ჩვენი სპექტაკლის სათქმელით გემშვიდობებით : “თუ გულწრფელი ხარ და გიყვარს, ყოველთვის გაიმარჯვებ!” ნათქვამია რუსუდან ბოლქვაძის განცხადებაში.
wyaro

Leave A Reply

Your email address will not be published.