“დომინოს პრინციპი” – მსოფლიო განვითარების საინტერესო პროგნოზი

პოლიტოლოგი ზაზა პატარავა საკუთარ ბლოგზე მსოფლიო განვითარების პროგნოზს დებს:

თანამედროვე რეალობაში ყველა მოვლენა და ფაქტი ისეა დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ მათგან იზოლაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, მიუხედავად მოვლენის ეპიცენტრიდან დაშორებისა. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ამან ისეთი ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს, რომ კაცობრიობა გასცდეს უკან დაბრუნების ზღვარს და მსოფლიო შუასაუკუნეების უკუნეთში კვლავ ჩაიძიროს.
მოდით ასე ვთქვათ: მსოფლიოს გადანაწილება გავლენის სფეროებად ბოლოს 1945 წელს მოხდა და ფაქტობრივად ასეც უნდა დარჩენილიყო. მაგრამ ეს “იდილია” დიდხანს არ გაგრძელებულა, სადღაც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე. პირველი არასასურველი ეფექტი სოციალისტურ სისტემის დაშლას მოჰყვა. ერთმანეთის მიყოლებით ძალიან ბევრი სახელმწიფო დაიშალა ეს განსაკუთრებით ევროპას დაეტყო.
განსაკუთრებით ტრაგიკული ყოფილი იუგოსლავიის დაშლა აღმოჩდა, რომლის ტერიტორიაზეც დროის მცირე მონაკვეთში რამდენიმე სისხლისმღვრელი ომი მოხდა. ამ დროს კიდევ ერთი მოვლენა მოხდა: შეიქმნა ზესახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ევროკავშირი…
თავის დროზე ევროპულ სახელმწიფოთა გაერთიანება გარე დამკვირვებლისათვის მხოლოდ ისეთივე გაერთიანებას წარმოადგენდა, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ოღონდ ერთი კონტინენტით შემოფარგლული. მაგრამ დროის რაღაც გარკვეულ მომენტში იგი ზესახელმწიფოებრივი გაერთიანებიდან – არაერთგვაროვან, მულტიეროვნულ და მულტიკონფესიურ სახელწიფოდ იქცა, ერთიანი პარლამენტითა და ერთიანი ვალუტით, რომელიც მასში შემავალ ქვეყნებს შორის ჯერ საზღვრები გააუქმა, ხოლო შემდეგ კი სხვის მონასტრებში საკუთარი წესდებით შევიდა. მართალია, ევროკავშირში შემავალ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ შერჩათ სუვერენიტეტის გარკვეული ატრიბუტები, მაგრამ ესეც დროთა განმავლობაში, ევროკავშირის დამფუძნებელთა იდეით, უნდა გაქრეს!
მემარცხენე ძალების მიერ ევროპარლამენტსა და სახელმწიფოთა საკანონმდებლო ორგანოებში უმრავლესობის ხელში ჩაგდებით, ევროპის პოლიტიკური ცხოვრება შინაგანად უფრო დაიძაბა და დღეს ევროპა დენთის კასრს წარმოადგენს, რომელსაც ფარულას ცეცხლმოკიდებული ფითილი აქვს მიერთებული და არავინ იცის, თუ როდის აფეთქდება იგი! ამას თუ დავუმატებთ მოსახლების უდიდესი ნაწილისათვის სავსებით მუღებელ ანტიდისკრიმინაციული კანონების მთელ სერიას და კიდევ სხვა ამის
ტანა, ევროკავშირის დაშლის საფრთხე სულ უფრო და უფრო რეალური ხდება!
თუმცა, ამ გაერთიანების დაშლა, ისევე, როგორც სსრკ-სი, მსოფლიოსათვის იმდენად დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა იგი მომავალი დიდი ქაოსის შემადგენელი ნაწილი ხდება. ეს პროცესი შეიძლება არც კი წარმოადგენდეს დომინოს პირველ ქვას, რომლის წაქცევამაც შეიძლება მსოფლიოში უმართავი პროცესები გამოიწვიოს.
იმისათვის, რომ ერტი ნაბიჯით მაინც მივუახლოვდეთ ამ “ქვას”, გადავხედოთ მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუქას. აქ ისეა გადახლართული მრავალი სახელმწიფოს ინტერესები, რომ ერთიან გორდიოსის კვანძს წარმოადგენს წარმოადგენს და მისი გახსნა ფაქტიურად შეუძლებელია, რომ არ შეიქმნას ახალი მსოფლიო ომის საშიშროება. და ეს ასეა შორეული აღმოსავლეთიდან, ევროპის უკიდურეს დასავლეთ წერტილამდე. ასევეა სხვა კონტინენტებზეც. თუმცა ასე გამოკვეთილად ინტერსთა ჭიდილი ფაქტობრივად არ ჩანს.
დავიწყოთ შორეული აღმოსავლეთიდან:

1) ჩრდილოეთ კორეა, მოკავშირე ჩინეთი. ინტერესები ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, აშშ. შესაძლოა რუსეთიც, თუმცა უკანასკნელ ათწლეულში რუსეთის აქტიურობა მხოლოდ მაშინ იწყებოდა, როდესაც ჩრდილოეთ კორეას ახალი საომარი ავანტურის წამოწყება სურს. შესაძლებელია ასევე ისიც, რომ რუსეთი ჩრდილო კორეის ფარული მოკავშირე იყოს.
საკმაოდ დაძაბული და ფეთქებადსაშიში კონგლომერატია. მაგრამ ჯერჯერობით ჩინეთი აბალანსებს ჩრდილოეთ კორეის აგრესიას. სამხედრო შეიარაღებით ჩრდილოეთ კორეა აშკარად ჩამოუვარდება ყველა ზემოთხსენებულ ქვეყნებს…
2) ინდოეთი – პაკისტანი ინტერესები ამ ორი სახელმწიფოსი ტერიტორიალურ-იდეოლოგიური. სხვა დაინტერესებული სახელმწიფოები: აშშ (მოკავშირე პაკისტანის), ჩინეთი (ტერიტორიალური ინტერესები როგორც პაკისთანთან ასევე ინდოეთთან), ირანი (დაინტერესებულია პაკისტანის ბირთვული ტექნოლოგიებით.
3) ავღანეთი – შედის აშშ-ს, ევროკავშირის, რუსეთის, ირანის, ჩინეთის (ფარული ინტერესები) პაკისტანის ინტერესებში. ჰეროინის მსხვილი მწარმოებელი მსოფლიოში.
4) ირანი – სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი, რეგიონის ისლამური სახელმწიფოები მხოლოდ ინტერესტა თანხვედრითი მოკავშირეებია. შედის აშშ-ს, ევროკავშირის, ისრაელის, რუსეთის, ინტერესტა სფეროში. ბოლო მომენტამდე შედიოდა სამხრეთ კავკასიის სხელმწიფოტა ინტერესთა სფეროშიც შედიოდა.
5) კავკასიის სახელმწიფოები – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. სამივეს ერთმანეთთან ტერიტორიალური ინტერესები გააჩნიათ. ამასთან სომხეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ფაქტიურად მოწყვეტილია გარესამყაროს და მითუმეტეს მის უმთავრეს მოკავშირეს – რუსეთს. ინტერესები აშშ, ევროკავშირი, რუსეთი, თურქეთი, ბოლო ხანებში შეიმჩნევა არაბული ლიგის გააქტიურებაც.
6) ბალკანეთის ნახევარკუნძული – მთლიანად შედის ევროპა-აშშ-რუსეთის ინტერესებში, ამას დაემატა ასევე თურქეთის ინტერსები…
7) უკრაინა – აქ ფაქტიობრივად გამოიკვეთა ევროპა-აშშ-რუსეთის ინტერესები, რამაც ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვრამდე მიიყვანა. ამავდრულად მოვლენატა ეპიცენტრები ბალკანეტიდან და სამხრეტ კავკასიიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადაიტანა.

ეს მხოლოდ ნაწილი ჩამონათვალია იმ პრობლემატური სახელმწიფოებისა, სადაც აშკარად ეჯახება სხვადასხვა სახელმწიფოთა ინტერესები. საკმაოდ ჩახლართული ვითარებაა. ჩემი აზრით, კარდინალურად განსხვავებულ ინტერესთა ასეთი შეჯახებისს გამო მოსალოდნელია აფეთქებაც. მაგრამ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ უკრაინაში ხდება.
რაც შეეხება უკრაინას ამ ეტაპზე, საინფორმაციო ომში ინიციატივა აშკარად რუსეთის ხელში გადავიდა და ევრო ამერიკას ისღა დარჩენია რუსეთის აგრესიას ჯერჯერობით მხოლოდ ნაკლებეფექტური სანქციებით დაუპირისპირდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ არ შეუძლიათ უფრო ქმედითი დამსჯელი სანქციების შემოღება. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ევროპაცა და ამერიკაც რაღაცის მოლოდინშია. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ შემდეგი: თუ რუსეთი დაიწყებს უფრო აგრესიულ ქმედებეს უკრაინის მიმართ, მაშინ: აშშ თავისი სტრატეგიული მარაგიდან ნავთობის დიდ რაოდენობას გამოჰოფს, ამასვე გააკეთებს ევროკავშირიც, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემას გამოიწვევს, თუ ამას დავუმატებთ ირანის სანქციების შემსუბუქებას და ირანული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე კვლავ გამოჩენას, ნავტობპროდუქტებზე ფასი რუსეთისათვის კატასტროფულად დაეცემა და რადგან რუსეთის ეკონომიკა თითქმის მთლიანად მიბმულია ნავთობპეროდუქტების ექსპორტიდან მიღებულ მოგებაზე, თავისთავად ცხადია, რომ ეს ფასადაკლება რუსეთის ეკონომიკაზე ფაქტიურად დამანგრეველ ზეგავლენას მოახდენს. შესაძლოა ვინმემ არ დამეთანხმოს, რადგან თვლიან რომ ირანი ნავთობის გაყიდვას გაცილებით მაღალ ფასებში შეეცდება, რათა მიიღოს საკმაო მოგება და თანაც ამით დაეხმაროს თავის მოკავშირეს. მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაშიც კი აშშ-სა და ევროპას კვლავ რჩებათ კიდევ ერთი სერიოზული კოზირი: ალტერნატიული ენერგიის წყაროების ფართომასშტაბიანი გამოყენება. ეს მხოლო რამდენიმა წლით შეუმსუბუქებს რუსეთს მდგომარეობას. საბოლოო ჯამში ცივი ომი რუსეთის მარცხით დამტავრდება.
ასე, რომ დომინოს პრინციპში პირველ ქვად ვერ ჩავთვლით უკრაინას. ვერც საქართველო ჩაითვლება ასევე პირველ ქვად. გავიხსენოთ აგვისტოს ომი. მაგრამ პირველი ქვა არსებობს და საჭიროა მისი მოძებნა რათა მისმა ვარდნამ არ გამოიწვიოს მსოფლიო ქაოსი.
სახელმწიფოთა ინტერესების გარდა გლობალური დაჯგუფებების ინტერესებიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან.
ესენია ყველა ჯურის ტერორისტული ორგანიზაციები. მათი კლასიფიცირება სხვადასხვანაირად შეიძლება, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღევანდელი მსჯელობის საგანს.
გასული საუკუნის ბოლოდან ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების გაერთიანება ხდება, ფუნდამენტალური ისლამის გვერდით ვიტარდება მისი რადიკალური მოძღვრება ვაჰაბიზმიც. მიზანი ამ ტერორისტული ორგანიზაციებისა ისლამის გავრცელება მთელ მსოფლიოში და მსოფლიო ხალიფატი შექმნაა. და რადგან ამ ორგანიზაციების მოქმედების არეალი შეუზღუდავია, ამიტომ სავსებით სესაძლებელია, სწორედ მათ “მიაგნონ” პირველ ქვას, რომლის დაცემასაც დომინოს პრინციპით დღევანდელი ცივილიზაცის დაცემა მოყვება.

Comments
Loading...