“დონა ბარბარას” მსახიობი ედიტ გონსალესი კიბოს ებრძვის

ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი სიმსივნეს ებრძვის. მსახიობმა რამდენიმე ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის პროცედურა ჩაუტარდა.
გონსალესი რამდენიმე თვეა ამ თემაზე აქტიურად საუბრობს და სხვა ქალებსაც ბრძოლისკენ მოუწოდევს.
“მინდა ჩემი შვილისთვის ვიყო მაგალითი იმისა, რომ მისი დედა ძლიერია. ვიცი ეს დიდი ტრაგედიაა, თუმცა ძალიან ვცდილობ ამას სხვა კუთხით შევხედო და მქონდეს იმედი, რომ ის მე ვერ მომერევა, მე მჯერა ამის და მინდა თქვენც გჯეროდეთ” – ამბობს გონსალესი.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...