დონალდ ტრამპი ამერიკიდან რუსი დიპლომატების გაძევებას არასათანადო ქმედებად აფასებს

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკიდან 35 რუსი დიპლომატის გაძევება არასათანადო ქმედება იყო.

ამის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მომავალმა პრესსპიკერმა სინ სპაისერმა ადგილობრივ ტელევიზიებს განუცხადა.
რუსი დიპლომატები, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 72-საათის ვადა ჰქონდათ ამერიკის დასატოვებლად, უკვე გაემგზავრნენ ვაშინგტონიდან.
თეთრმა სახლმა 29 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის 35 დიპლომატს.
აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენება.

Comments
Loading...