დონალდ ტრამპი: აშშ-ის ვიზების გაცემაზე აკრძალვა მუსლიმებს არ ეხებათ

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა მას შემდეგ განახლდება, რაც 90 დღის შემდეგ, უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით შესაბამისი ზომები იქნება მიღებული,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

“ნათელია, რომ ეს აკრძალვა მუსლიმებს არ ეხებათ, მედია დეზინფორმაციას ავრცელებს” ,- განაცხადა ტრამპმა.

“ეს არა რელიგიას, არამედ ტერორს ეხება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება უნდა დავიცვათ”, – აღნიშნა მან.

ამერიკის პრეზიდენტის განმარტებით, მსოფლიოში 40-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყანაა, სადაც მუსლიმები უმრავლესობას წარმოადგენენ, თუმცა მათ აკრძალა არ ეხებათ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის გადაწვეტილებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შვიდ ქვეყანას, სადაც მუსლიმი მოსახლეობაა, ვიზის გაცემას მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უწყვეტს.

“ბრძანებულების პროექტის მიხედვით, ტრამპი ვიზების გაცემის შეწყვეტას 30 დღის განმავლობაში იმ შვიდი ქვეყნისთვის აპირებს, რომლის მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმები არიან”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი. დოკუმენტის თანახმად, ტრამპი აგრეთვე აპირებს გასცეს ბრძანებულება, რომელიც იმ ადამიანების შემოწმების პროცესის გადახედვას ითვალისწინებს, რომლებსაც აშშ-ში ჩასვლის სურვილი აქვთ.

ასევე საუბარია იმ ქვეყნების სიის შედგენაზე, რომლებიც აშშ-სთან არ თანამშრომლობს და ქვეყნის პოტენციური ვიზიტორების შემოწმებისათვის საჭირო ინფორმაციას არ გასცემს.

ipress.ge

Comments
Loading...