დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტა აშშ-ს საზღვართან ვერ მოაღწევს

აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა აშშ-ს საზღვართან ვერ მოაღწევს,-ამის შესახებ ის მიკრობლოგ Twitter-ის გვერდზე წერს.

“ჩრდილოეთ კორეამ ახლახანს განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის საბოლოო ეტაპის განვითარების შემდეგ შესაძლოა ის აშშ-ს სანაპიროებს მიუახლოვდეს. ეს არ მოხდება! “- წერს ტრამპი.

კვირას, 1 იანვარს, საახალწლო მიმართვაში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ საკუთარი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების განვითარება საბოლოო ეტაპზეა.

რამდენიმე დღით ადრე, ანგარიში გამოაქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წლისთვის, ფხენიანმა შესაძლოა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადოს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის განვითარება შესაძლოა შეერთებული შტატებისთვის საფრთხის შემცველი იყოს.

IPRESS.GE

Comments
Loading...