დონალდ ტრამპი ე.წ. რეალითი შოუს პროდიუსერი იქნება
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეკომპანია NBC-ს „რეალითი შოუს“ – The Celebrity Apprentice აღმასრულებული პროდიუსერი იქნება.
შოუს წამყვანი ჰოლივუდის ვარსკვლავი და კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი იქნება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, „რეალითი შოუ“ ორწლიანი პაუზის შემდეგ ეკრანს 2017 წლის 2 იანვარს დაუბრუნდება.
„რეალით შოუს“ მაშინ დონალდ ტრამპი უძღვებოდა, თუმცა 2015 წელს მილიარდერი შოუდან სკანდალური განცხადებების გაკეთების შემდეგ დაითხოვეს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი თითო გადაცემაში ჰონარარის სახით, 100 ათას აშშ დოლარს მიიღებს.