ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი ლიმუზინის დებიუტი, რომლის შემუშავებაზეც General Motors-მა 15 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, ტრამპის ინაუგურაციაზე შედგა.
ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიაზე ოჯახთან ერთად მივიდა, თუმცა ლიმუზინიდან გადმოსვლა და ამერიკელი ხალხის წინაშე გასეირნება გადაწყვიტა.
საპრეზიდენტო მანქანა, რომელსაც „მხეცსაც“ უწოდებენ, იარაღითა და ცრემლსადენი გაზის ტყვიებით არის აღჭურვილი. მანქანის ფანჯრები და კარები კი, სრულიად ახალი ტექნოლოგიებითაა დაცული. იგი ასევე, უძლებს ქიმიურ და ბიოლოგიურ თავდასხმებს და ბომბს.
მანქანა ასევე, აღჭურვილია ღამის ხედვის კამერებით, GPS ნავიგაციითა და სატელიტური კავშირით, რათა პრეზიდენტი მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდეს.
დონალდ ტრამპს სავარაუდოდ, 12 მსგავსი ლიმუზინი ეყოლება.