დონალდ ტრამპი: ისრაელო, მტკიცედ დადექი, 20 იანვარი ახლოვდება

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელის აბუჩად აგდებას და უპატივცემულობას არ დაუშვებს.

ამის შესახებ განცხადებას ტრამპი სიციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ ისრაელის ასე აბუჩად აგდება და უპატივცემულოდ მოპყრობა. ადრე აშშ ისრაელის მეგობარი იყო, მაგრამ ახლა უკვე არა. დასასრულის დასაწყისი იყო ირანთან მიღწეული საშინელი შეთანხმება და ახლი კი, გაერო-ს რეზოლუცია. ისრაელო, მტკიცედ დადექი, 20 იანვარი ახლოვდება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ისრაელი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესრულებას არ აპირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირას, საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტს სამარცხვინო უწოდა.

რეზოლუცია ისრაელის ხელისუფლებას პალესტინის ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ეგვიპტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს მხარი საბჭოს წევრმა 14-მა ქვეყანამ დაუჭირა, შეერთებული შტატების წარმომადგენელმა კი, თავი შეიკავა.

ამავე თემაზე: ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა

Comments
Loading...