დონალდ ტრამპი ივანკა ტრამპს აქებს – „ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი შვილი, ივანკა ტრამპი შეაქო. როგორც Twitter-ის მიკრობლოგში დონალდ ტრამპი წერს, ის ივანკა ტრამპით ამაყობს.

„მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილი ივანკათი. მედიაში მის მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფისა და ცუდი დამოკიდებულების მიუხედავად, წინ მიდის“, – წერს ტრამპი.

Ivanka Trump-ის ბრენდის სახელით ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთები გამოდის.

Comments
Loading...