ვინ არის დონალდ ტრამპი და რას უპირებს ის თეთრ სახლს

დონალდ ტრამპი, მილიარდერი, რომელსაც თეთრ სახლის ცათამბჯენად გადაქცევა სურს.

ოდიოზური მილიარდერი ბიზნესმენი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამიარჯვა და რიგით45-ე პრეზიდენტი გახდა.
დაწყებული უძრავი ქონებიდან და დამთავრებული სილამაზის კონკურსებით ფულს ყველგან შოულობს. როგორც ცნობილია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეტენდენტებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა უნდა წარადგინონ. ნიუ-იორკის ჰოსპიტალის მიერ 69 წლის ტრამპზე გაცემულ ცნობაში წერია, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია, არ ეწევა, არ სვამს და არტერიული წნევაც არ აწუხებს. ტრამპს გადაწყვეტილი ჰქონდა 1 მილიარდი დოლარი დაეხარჯა საარჩევნო კომპანიაზე და გამარჯვების შემთხვევაში პუტინთან არამარტო საერთო ენა გამოენახა არამედ მას დაუმეგობრდებოდა კიდევაც, მუსულმანებს კი ქვეყანაში შესვლის აკრძალვით ემუქრებოდა.

მამის კვალზე

დონალდ ჯონ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს, გერმანმელი და შოტლანდიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მის გარდა ოჯახში კიდევ სამი ბავშვი იყო, თუმცა როგორც შემდგომში აღმოჩდა მამის ბიზნესის გაგრძელება მხოლოდ მან შეძლო. როგორც იხსენებენ 8 წლის დონაალდმა თავის უფროს ძმას სათამაშო კუბიკები მოპარა თავისხელა სახლი ააწყო და ბლოკები ერთმანეთს ისე შეაწება მისი დაშლა უკვე ვერავინ შეძლო.

მამის გარდა, რომელმაც მშენებლობის შესახებ თითქმის ყველაფერი იცოდა მასზე უდიდესი გავლენა ოჯახის მღვდელმა მოახდინა. მამა ნორმანი არა მარტო ბიბლიის კარგი ცოდნით გამოირჩეოდა ის ასევე „პოზიტიური აზროვნების“ თეორიის კარგი მქადაგებელი იყო. დონალდი დაწყებით სკოლაში ძნელად აღსაზრდელ ბავშვათ ითვლებოდა და მამამისმა სკოლის დამთავრების შემდეგ ის ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიაში გაუშვა სასწავლებლად. იქ მან ბევრი სასარგებლო რამ ისწავლა და დღემდე დიდი სითბოთი იხსენებს იქ გატარებულ წლებს. აკადეემიის შემდეგ დონალდმა სწავლა ფორდემის კოლეჯში განაგრძო და იქიდან პენსილვანიის სავაჭრო უნივერსიტეტში გადავიდა სასწავლებლად. როგორც ამბობენ დონალდი კარგად სწავლობდა, არ ეწეოდა, არ სვამდა და მექალთანე ფლეიბოიც უფრო მოგვიანებით გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ სახლში დაბრუნებული ტრამპი უმცროსი მამამისის ბიზნესში ჩაება.

დიდი ბიზნესის სათავეებთან

პირველი სამშენებლო პროექტი, რომელშიც დონალდ ტრამპმა მიიღო მონაწილეობა ოჰაიოს შტატში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 1200 ბინიანი სახლის მშენებლობა იყო. 12 მილიონად დაფინანსებული პროექტი ტრამპებისთვის სულ რაღაც 6 მილიონი დაჯდა და მათ ამ შეკვეთით კარგად იხეირეს. მომავალში დონალდმა უარი განაცხადა მცირებიუჯეტიან პროექტებში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა რომ მას ნაწილობრივ სახელმწიფო აფინანსებდა და გადასახადებიც ბევრად ნაკლები იყო. ის მალე მიხვდა რომ ნამდვილი კაპიტალის დაგროვება მდიდრების სეგმენტში შეიძლებოდა და კარიერის გასაგრძელებლად მის საოცნებო ქალაქში, ნიუ-იორკში ჩამოვიდა. მას კარგად ესმოდა, რომ აქ წარმატების მისაღწევად საჭირო იყო ძლიერთა ამა ქვეყნისა გაცნობა და დაახლოება. მალე დონალდმა მოახერხა ერთ-ერთი დახურული პრესტიჟული კლუბის მმართველს შეხვედროდა და კლუბის წევრობას გამოკრა ხელი. ტრამპის ნაცნობებში მალე ცნობილი ბანკირები, ტოპ-მენეჯერები, პროფკავშირის ბოსები და წარმატებული მოდელები აღმოჩდნენ. ტრამპის როგორც ნიუ-იორკის წამყვანი მშენებელის პირველი ნაბიჯები შეუმჩნეველი აღმოჩდა, მიუხედავად იმისა რომ მას სამშენებლო ფასები ბევრად ნაკლები ჰქონდა ვიდრე მის კონკურენტებს. წლების შემდეგ ტრამპი ამ პირველ ფიასკოს ახალგაზრდობას დააბრალებს. ტრამპის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია 1974 წელს მან სარკინიგზო კომპანიის მიერ გამოტანილი სასტუმროს ყიდვის ტენდერი მოიგო. სასტუმრო საშინელ მდგომარეობაში იყო და მას დანგრევის მეტი არაფერი უშველიდა. ტრამპმა ივალდებულა მისი აღდგენა და ქალაქის მმართველებს ფენომენალური პირობები გამოსტყუა, რაც 40 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ გადასახადების გადახდებს ითვალისწინებდა. ასევე მან სასტუმროების კომპანია ‘ჰაიეტს’ , რომლებიც ეძებდნენ ადგილს ქალაქის ცენტრში სასტუმროს ასაშენებლად მან თავისი მომსახურება შესთავაზა. 1980 წელს ძველი სასტუმროს ადგილას რესტავრირებული და გაფარტოებული სასტუმრო „გრანდ ჰაიეტი“ წამოიჭიმა. ამ პროექტის შემდეგ ტრამპზე მთელი ნიუ-იორკი ალაპარაკდა, ხოლო შემდეგ პროექტს უკვე ნამდვილი წარმატება მოჰყვა. საქმე ეხებოდა მეხუთე ავენიუზე აშენებულ 68 სართულიან ცათამბჯენს „ტრამპ ტაუერს“. ტრამპი ყოველდღე 14 საათს ატარებდა მშენებლობაზე და მუშაობის პროცესში უამრავი ადამიანი გაათავისუფლა არაკვალიფიციურობისა და სიზარმაცის გამო. მომავალმა მილიარდერმა მარკეტინგული სვლებიც გათვალა, კერძოდ ცათამბჯენი მდიდრების მაღაზიის „ტიფანის“ მოპირდაპირედ ააშენა და შენობას საკუთარი სახელი დაარქვა. თუ მას ამის გამო მაშინ დასცინოდნენ, დღეს მთელ მსოფლიოში დიდი სამშენებლო კომპანიები მზად არიან მილიონები გადაიხადონ, რათა მათ აშენებულ სახლებისთვის ტრამპის სახელის დაარქმევის უფლება მისცენ ან რამენაირად დაუკავშირონ ეს უდიდესი ბრენდი მათ საქმიანობას. ტრამპის აშენებული აპარტამენტები და ოფისები მზესუმზირასავით იყიდებოდა, მიუხედავად იმისა რომ კონკურენტებმა ფასები დააგდეს ის პირიქით ზრდიდა და მდიდრები მაინც მის სახელობით აპარტამენტებს ყიდულობდნენ ან ქირაობდნენ. 80-იანები ტრამპისთვის ოქროს ხანად იქცა, მან უამრავი ფული იშოვა და დიდების მანიამაც მალე შეიპყრო.

დაცემა და ახალი აღმასვლა

დიდმა წარმატებამ დონალდ ტრამპი ცოტა დააბრმავა და მოადუნა. მთელი მისი ბიზნესი საბანკო კრედიტებზე იყო აგებული. ახალი პროექტებისთვის ის ფულს ბანკიდან სესხულობდა. ბანკები მას ენდობოდნენ მაშინაც, როცა ის კაზინოს, გოლფ კლუბებს, ამერიკული ფეხბურთის წარმატებულ კლუბს, ავიაკომპანიასა და სხვადასხვა ბრენდულ კომპანიებს ყიდულობდა. 90-იანებში უძრავი ქონების ბაზარზე დაწყებულმა კრიზისმა მისი იმპერია უცბად დაამხო, ტრამპის კომპანიამ ვეღარ შეძლო თავისი 10 მილიარდიანი ვალის მომსახურება,რომლიდანაც 900 მილიონი პირადად დონალდ ტრამპს ემართა.

დაგეგმვაში და სტრატეგიულ გათვლებში დაშვებულმა შეცდომებმა, თავის თავზე დაუმსახურებლად დიდმა წარმოდგენამ ის რამის საბოლოოდ დააქცია. ყველაფერს ამას ისიც დაემატა, რომ მას პრესაც აუმხედრდა და ის კრიტიკის ქარცეცხლსი გაატარა. ტრამპს მძიმე დღეების გადატანა მოუხდა. მან მოახერხა რამდენიმე კრედიტორის დაყოლიება ცოტაც მოეცადა, მან თავისი სიამაყე, ნიუ-იორკის ცენტრში განლაგებული ცათამბჯენიც კი გაიმეტა კრედიტის გადასახდელად. შემდეგ წლებში ტრამპის დაწერილ წიგნში ის გაიხსენებს ამ მძიმე პერიოდს: „ როცა მე ნიუ-იორკის ქუჩებში დავდიოდი და უსახლკაროებს ვხედავდი ვხვდებოდი რა ბედნიერი იყო ეს ხალხი! ისინი ხომ ჩემზე 9,8 მილიარდი დოლარით მდიდრები იყვნენ, რადგან ჩემსავით, სწორედ ამდენი ვალი არ ქონდათ გადასახდელი .“ ტრამპი კარგავდა ყველაფერს, იმასაც კი რაც მამამისმა დაუტოვა და რითაც მან ეს ბიზნესი წამოიწყო. ყველაფერს ამას პირადული პრობლემებიც დაერთო. მისი მეუღლე, ცნობილი მოდელი ჩეხოსლავაკიელი მოდელი ივანა, რომელმაც მას სამი შვილი გაუჩინა გაყრას აპირებდა, რადგან მათმა ჩხუბებმა და კამათმა უკვე კარგა ხანია სისტემატიური ხასიათი მიიღო. ამის შემდეგ ტრამპი კიდევ ორჯერ დაქორწინდა.

ტრამპი მაინც ბედნიერ ვარსკვლავის ქვეშ იყო დაბადებული, რადგან გარკვეული თვეების შემდეგ მისი საქმეები ნელ-ნელა გამოსწორდა. 1993 წელს კაზინოდან და გაყიდვებიდან შემოსულმა თანხებმა მას საშუალება მისცეს თავისი საქმე გაეგრძელებინა. ტრამპი უფრო ფრთხილი გახდა, მან კონსულტანტები და ფინანსური დირექტორები დაიქირავა, ძირითადად მსხვილ ინვესტორებთან თანამშრომლობდა და ძირითადად მის ბრენდულ სახელს ყიდდა. ამერიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო როცა, ასეთი ფინანსური კრახის შემდეგ ვინმემ შეძლო თავისი ფინანსური მდგომარეობა აღედგინა.

ტრამპის სახელოვნებო იმპერია და მთავარი ოცნება

მიუხედავად ყველაფრისა, ტრამპმა თავისი სახელის კიდევ უფრო წარმოჩენისათვის არ მოიშალა ამპარტავნული ქცევები. 2001 წელს მან მანჰეტენის უბანში ცნობილ ფირმა ‘დაევუსთან’ ერთად 90 სართულიანი ცათამბბჯენი ააშენა, რომელსაც „ტრამპ ვორდ ტაუერი ’ დაარქვა და ფაქტიურად დაჩრდილა მის მოპირდაპირედ მდებარე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 59 სართულიანი შენობა. ამბობენ, რომ მისი ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანდი ძალიან უკმაყოფილო იყო ასეთი მეზობლობით და ნიუ-იორკის მერს რუდოლფ ჯულიანისაც კი შესჩივლა, თუმცა ამ დიდი ავტორიტეტის ადამიანმაც კი ამ ამპარტავნული პროექტის განხორციელებას ხელი ვერ შეუშალა.

ტრამპი თავის პატივმოყვარეობას სხვა დიდი გასართობი ობიექტებითაც იკმაყოფილებდა. დღესაც მისი საკუთრებაა ატლანტიკ სიტის ყველაზე დიდი კაზინო „ტაჯ მაჰალი’, პოპულარული გოლფის კლუბი და მოედანი. რამდენიმე მაღალსართულიანი სახლის გაქირავება მანჰეტენში კი მისთვის შემოსავლის კარგ წყაროდ იქცა.

ამის გარდა ტრამპი სილამაზის კონკურსების ‘მის ამერიკა“ და „მის სამყარო“ ოფიციალური მფლობელია, რომლის ყოველწლიური ჩატარება მას დიდ შემოსავალს აძლევს. ამ კონკურსებს მსოფლიოს 90 ქვეყანაში 2,5 მილიარდი ადამიანი ადევნებს ტელევიზიით თვალს და 700-მდე უცხოური და ამერიკული არხი ყიდულობს მისი ტრანსლირების უფლებას, სარეკლამო დრო კი კონკურსის მსვლელობისას სამმაგ ფასში იყიდება.

არაფერი გვითქვამს დონალდ ტრამპის შემოქმედებითი ტალანტის შესახებ კინოში და ტელევიზიაში. ის ორჯერ იყო ნომინირებული ცნობილი კინოპრემიის „ემის“ დაჯილდოებაზე სხადასხვა ცნობილ ფილმებსა და სერიალებში ნათამაშევი როლებისთვის, სადაც ის საკუთარ თავს კომიკურად ანსახიერებდა.

წარმატებული იყო ტრამპის კარიერა ტელევიზიაში. რეალითი-შოუ ‘მოსწავლე“ მას თვითონ მიჰყავდა. მისი მონაწილეები იბრძოდნენ რაც არ უნდა დაჯდომოდათ დირექტორის თანამდებობა მიეღოთ, 250 ათასიანი ხელფასით ტრამპის ერთ-ერთ კომპანიაში. გადაცემას დიდი რეიტიგი ჰქონდა მას საშუალოდ 20 მილიონი ადამიანი უყურებდა ერთდროულად.

როცა ტრამპი თავისი წარმატების საუიდუმლოებებზე საუბრობს მას უყვარს სიტყვების გამეორება : „თუ თქვენი რეალობა ოცნებით იწყება, მალე თქვენი ოცნება რეალობა გახდება. ნუ შეგეშინდებათ გქონდეთ განუხორციელებელი ოცნებები. კონცენტრაცია გაუკეთეთ თავს და ეს დაგხმარებათ ოცნების ასრულებაში“.

ბოლო წლებში დონალდ ტრამპის ოცნებად ამერიკის პრეზიდენტად გახდომა იქცა. ის რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ყველა გამოკითხვებით და რეიტინგით პირველ ადგილზე გავიდა. მან ისიც კი გამოაცხადა რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტად ის ცნობილ ტელეწამყვანს ოპრა უინფრის დანიშნავდა. 2015 წლის 15 ნოემბერს დემოკრატიისა და ადამიანების უფლებების დამცველ ფლაგმან ქვეყანაში დონალდ ტრამპმა საჯაროდ ერთ-ერთი დებატის დროს პოლიტიკოსისთვის დამღუპველი სიტყვები წარმოთქვა და საკუთარი რეიტინგი მიწასთან გაასწორა. კერძოდ კი მოითხოვა ყველა ამერიკელი მუსულმანის რეგისტრაცია, მუსულმანებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვა, მექსიკასთან საზღვარზე ბეტონის კედლის აშენება და ყველაზე მთავარი შეიცვალოს წესი, როცა ამერიკაში დაბადებული არალეგალ ემიგრანტების შვილებს ავტომატურად აძლევენ მოქალაქეობას. ამ სიტყვების შემდეგ ტრამპის სანუკვარი ოცნების განხორციელება ძალიან გაძნელდება.

შეგახსენებთ რომ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთების სთატების რიგით 45-ე პრეზიდენტი გახდა.

Comments
Loading...