დონალდ ტრამპი – პირობას ვდებ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის წინაშე, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები

დონალდ ტრამპი, რომლის გამარჯვების შესახებაც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, ამ წუთებში საარჩევნო შტაბში მხარდამჭერებს მიმართავს.

სიტყვით გამოსვლაში ტრამპმა მომხრეებს მადლობა გადაუხადა და დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ ჰილარი კლინტონმა მას გამარჯვება მიულოცა.

“პირობას ვდებ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის წინაშე, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია” , – განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე მიმართა ყველა იმ ამერიკელს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა არ მისცა და განაცხადა, რომ საჭიროა ერთობლივი მუშაობა აშშ-ის გაერთიანების მიზნით.
წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...