აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს სანქციებს არ გაუუქმებს. ამის შესახებ ტრამპმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამავე დროს, განსაზღვრული პირობებით, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს რუსეთისთვის სანქციების გაუქმებას. კერძოდ, თუ რუსეთი ტერორიზმთან ბრძოლაში თავის სარგებლიანობას დაამტკიცებს, ან სხვა მიზნებს თუ მიაღწევს, რომელიც აშშ-სთვის მნიშვნელოვანია.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუგრძელა.
2016 წლის დეკემბერში აშშ-იმ რუსეთის 35 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. აშშ რუსეთს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰაკერულ თავდასხმებში ადანაშაულებს.