დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ახალ განკარგულებას ხელს მომავალ კვირას მოაწერს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ახალ განკარგულებას ხელს მომავალ კვირას მოაწერს.

BBC-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აშშ-ში ზოგიერთი ქვეყნიდან მოქალაქეების შესვლის შეზღუდვის შესახებ განკარგულების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

ტრამპის განცხადებით, სავარაუდოდ, არ იჩქარებს გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ტრამპის პირველი საიმიგრაციო განკარგულება 7 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლასთან დაკავშირებით, შეჩერდა.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამას დრო სჭირდება. ამ დავას მოვიგებთ, მაგრამ ჩვენ სხვა მრავალი ვარიანტი გაგვაჩნია, მათ შორის, ახალი კანონის დამტკიცებაც“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

უცნობია, რა განსხვავებაა სასამართლოს გზით შეჩერებულ საიმიგრაციო განკარგულებასა და ახალ განკარგულებას შორის, თუმცა ტრამპის განცხადებით, ახალი დოკუმენტის ტექსტი პრაქტიკულად, იგივე აზრის მატარებელი იქნება, რაც პირველ დოკუმენტში იყო ჩაწერილი.

Comments
Loading...