დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ სადილს არ დაესწრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ სადილს არ დაესწრება.

ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

აშშ-ს პრეზიდენტს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა ღონისძიების სტუმრებს სასიამოვნო საღამოს გატარება უსურვა.

ვახშამი მიმდინარე წლის 29 აპრილს გაიმართება.

Comments
Loading...