დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში რუსეთის ლიდერთან სატელეფონო საუბარს გეგმავს, – ამის შესახებ ტრამპმა გამოცემა Wall Street Journal-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მან პუტინისგან „შესანიშნავი“ წერილი მიიღო.
ვლადიმერ პუტინმა ტრამპს მისალოცი წერილი 9 ნოემბერს გაუგზავნა, რა დროსაც იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანის მიზნით.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, საარჩევნი კამპანიის დროს დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებს.

Comments
Loading...