ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახალი ლიმუზინის დებიუტი, რომლის შემუშავებაზეც General Motors-მა 15 მილიონი დოლარი დახარჯა, ტრამპის ინაუგურაციაზე შედგება.
daily mail-ის ინფორმაციით, ახალი საპრეზიდენტო მანქანის, რომელსაც „მხეცსაც“ უწოდებენ, შესაძლებლობები შთამბეჭდავია.
ლიმუზინი აღჭურვილია იარაღით, ცრემლსადენი გაზის ტყვიებით, მისი ფანჯრები და კარები სრულიად ახალი ტექნოლოგიებითაა ბრონირებული. უძლებს ქიმიურ და ბიოლოგიურ თავდასხმებს, ბომბებს, მისი კარები იმდენად მძიმეა, რომ მისი შიგნიდან დამოუკიდებლად გაღება შეუძლებელია.
მანქანა ასევე აღჭურვილია ღამის ხედვის კამერებით, GPS ნავიგაციით, სატელიტური კავშირით, რათა პრეზიდენტი მუდმივ კონტაქტზე იყოს.
დონალდ ტრამპს მსგავსი ლიმუზინი 12 ცალი ეყოლება.