დონალდ ტრამპმა 20 იანვარი “ეროვნული პატრიოტიზმის” დღედ გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა თავისი ინაუგურაციის დღე “ეროვნული პატრიოტიზმის” დღედ ოფიციალურად გამოაცხადა.

გაპრეზიდენტების პირველ დღეს, რამდენიმე ოფიციალურ ბრძანებასთან ერთად, ტრამპმა ხელი მოაწერა განცხადებას 20 იანვრის “ეროვნული პატრიოტიზმის” დღედ დაწესების თაობაზე. შესაბამისი ტექსტი კი ფედერალური რეესტრის ვებგვერდზე აიტვირთა.
“20 იანვარს “ეროვნული პატრიოტიზმის” დღედ ვაცხადებ, რათა გაძლიერდეს კავშირები ერთმანეთთან და ქვეყანასთან და განახლდეს მთავრობის მოვალეობები ხალხის მიმართ. ამერიკული სული ახალი ეროვნული სიამაყით ივსება. ჩვენ ვართ შეკრული ერი, რომელიც გაერთიანებულია საერთო მიზნისთვის – თავისუფლებისთვის. თავისუფლების შესანარჩუნებლად უნდა განვამტკიცოთ რწმენა ჩვენი წმინდა ღირებულებებისა და მემკვიდრეობისადმი “, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

 

Comments
Loading...