დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი.

ამის შესახებ შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

სატელეფონო კომუნიკაციის კონკრეტული თარიღი ტრამპს არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რუსეთის ლიდერისგან შესანიშნავი წერილი მიიღო.

გამოცემასთან საუბრის დროს ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ მისი სამედიცინო რეფორმის სრულად გაუქმება გადაიფიქრა.

ამ დროისთვის ახლადარჩეული პრეზიდენტი ახალი ადმინისტრაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. გარდამავალი შტაბის ხელმძღვანელად ტრამპმა ქვეყნის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დანიშნა.

Comments
Loading...