დონალდ ტუსკი – “აშშ-სა და რუსეთის თანამშრომლობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს”

ევროპული საბჭოს თავმჯდომარის დონალდ ტუსკის განცხადებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად, სირიაში აუცილებელია კოლექტიური მოქმედებები.

„უეჭველად, ამ სფეროში აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობას კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია. თუმცა მხოლოდ თანამშრომლობა საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რუსეთის ქმედებები სირიაში უნდა იყოს უმეტესწილად “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიმართული”, – განაცხადა “დიდი ოცეულის” სამიტზე ტუსკმა.

Comments
Loading...