უკრაინამ უარი არ უნდა თქვას დონბასზე, რადგან ეს ნაბიჯი აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობას ვერ მოიტანს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დღეს განაცხადა.
“ჩვენ გვყავს პოლიტიკური ძალები, რომლებიც შენიღბულად გვთავაზობენ უარი ვთქვათ დონბასზე, რომლებიც ამბობენ, რომ დონბასის მოსახლეობას უნდა მივუდგეთ ისე, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს”,- განაცხადა პეტრო პოროშენკომ, რომელმაც დონბასის დათმობის იდეა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ “უკრაინის მიწების გაფანტვა მშვიდობას არ მოიტანს”.
2014 წელს რუსეთნმა ყირიმის ანექსიის შემდეგ მხარი დაუჭირა დონბასის სეპარატისტულად განწყობილ მოსახლეობას. უკრაინის ამ რეგიონში რეგიონში დღემდე საომარი მდგომარეობაა.