„დრო როცა მექნება, მივალ პარლამენტში და არა მაშინ, როცა წიკლაური ნაბახუსევზე ამას მოინდომებს“

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ის მზადაა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ექსპერტი იქნება ეს, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შეხვდეს.

კალაძე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატები ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვენ.

კალაძე აცხადებს, რომ დეპუტატებს შოუს დადგმა უნდათ და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ „ამ შოუში მიიღოს მონაწილეობა“.

„პარლამენტში მისვლაზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ექსპერტი იქნება თუ არასამთავრობო სექტორიდან, ამ თემაზე შევხვდე. ასევე, პარლამენტშიც მივალ. ცხადია, მათ უნდათ შოუს დადგმა. მე თანახმა ვარ, მივიღო მონაწილეობა ამ შოუში. თუმცა, როცა დრო მექნება, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვაცნობებ მათ და არა როცა ბატონი წიკლაური ნაბახუსევზე გაიღვიძებს და მოინდომებს კალაძის მისვლას პარლამენტში. ამას მე გადავწყვეტ, როდის მივალ“, – განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...