ძალიან მალე საქართველოში შემოვა კიდევ ერთი უახლესი თაობის პრეპარატი – ირაკლი ღარიბაშვილი C ჰეპატიტის პროგრამაზე

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ახალი თაობის პრეპარატი შემოდის.

ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ჰარვონი დაავადებისგან სრულ განკურნებას უზრუნველყოფს და დღეიდან საქართველოს მოქალაქეები მას უფასოდ მიიღებენ.

სიახლეზე ერთობლივი ბრიფინგის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრეს.

ელიმინაციის პროგრამა მაისში ამოქმედდა და ამ დროისთვის მასში ჩართულია 6 300-ზე მეტი ადამიანი. აქედან 43 პაციენტი დაავადებისგან სრულიად განიკურნა.

„ძალიან მალე საქართველოში შემოვა კიდევ ერთი უახლესო თაობის პრეპარატი, ეს გახლავთ ჰარვონი, რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტიანს გახდის მკურნალობას და მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდება. მე შეგახსენებთ, რომ ერთი პაციენტის მკურნალობა დაახლოებით 80-დან 100 ათას დოლარამდე ჯდება. ჩვენი სახელმწიფო ამერიკის მთავრობის დახმარებით ამ პრეპარატს აბსოლუტურად უფასოდ ვაძლევთ პაციენტებს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Comments
Loading...