,,ძალიან ვწუხვარ” – ნარმანია ,,მაიმუნო ვირიშვილოს” ინციდენტზე

თბილისის მერი დავით ნარმანია, გუშინ მერიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
,,მინდა გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს. ბოლო ერთი კვირაა მერიის თანამშრომლების და ჩემს მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა, ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო”, – განაცხადა დავით ნარმანია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის მერისა და არასამთავრობოების შეხვედრაზე, დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრ ირაკლი კუპრაძეს ”მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა.
წყარო: პრიამტაიმნიუსი
Comments
Loading...