ძიძიგური: არ შეიძლება, ბავშვს დედ-მამა ერთი სქესის ჰყავდეს

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ამის შესახებ ძიძიგურმა პარტიის მეექვსე რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

„ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა. ჩვენს შვილებს აქვთ უფლება, მათი დედები იყვნენ ქალები, ხოლო მამები – კაცები. არ შეიძლება, რომ დედ-მამა ერთი სქესის ჰყავდეს. ეს არის ის საკითხი, რომელზეც მყარად და მტკიცედ ვიქნებით ბოლომდე“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

„კონსერვატიული პარტიის“ ყრილობა ვერის ბაღში არსებულ საკალათბურთო დარბაზში მიმდინარეობს.

Comments
Loading...