“ძიძობა ჩემს მეორე პროფესიად იქცა” – ვინ არის 10 თვის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული ძიძა?

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მცირეწლოვანზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბავშვის ძიძა დააკავეს, თუმცა პროკურატურის შუამდომლობის საფუძველზე, მას წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, აღკვეთი ღონისძიების სახით ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

როგორც “პრაიმტაიმმა” თბილისის საქალაქო სასამართლოში გაარკვია, ბრალდებული 1956 წელს დაბადებული ელენე სიმონიშვილია. მას ბრალი 10 თვის ბავშვის ცემის ფაქტზე აქვს წარდგენილი. საქმეში დევს ფარული ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ძალადობის ფაქტია აღბეჭდილი. პროცესის მონაწილე მხარეებისგან ცნობილი გახდა ჩანაწერის შინაარსიც, კერძოდ: ძიძა 10 თვის ბავშვს თავში ურტყამს, რის შემდეგაც რამდენჯერმე იატაკზე დაახეთქებს.

პირველ ეტაპზე, ელენე სიმონიშვილი ბავშვის ცემას უარყოფდა, თუმცა ვიდე-ჩანაწერის წარდგენის შემდეგ, მან დანაშაული აღიარა.  სწორედ აღიარებითი ჩვენება გახდა ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც პროკურატურამ ბრალდებულისთვის მინიმალური ოდენობით (ათასი ლარი) გირაოს შეფარდება მოითხოვა. ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.  გირაოს თანხის გადახდისთანავე ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

“პრაიმტაიმმა” მოიძია ელენე სიმონიშვილის მიერ ერთ-ერთ დასაქმების საიტზე გამოქვეყნებული განცხადებაც, სადაც ის საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის შესახებ წერდა.dzzzzzz

“პროფესიით ვარ მოცეკვავე, მაგრამ ქმრის დაკარგვის შემდეგ და აგრეთვე, ჩემი ოჯახური პირობების გამო მომიწია ძიძად მუშაობა და ისე მოხდა, რომ ძიძობა ჩემს მეორე პროფესიად იქცა. მეტი რა გითხრათ? დანარჩენს, როცა შევხვდებით, მერე გიამბობთ”, – წერდა ელენე სიმონიშვილი.

 

წყარო: პრიამტაიმნიუსი

 

 

 

 

Comments
Loading...