ძლიერი ტორნადო იტალიაში – დაღუპულია ორი ადამიანი

ორი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა იტალიაში, ლაციოს რეგიონში, 6 ნოემბერს მომხდარი ძლიერი ტორნადოს შედეგად.

ყველაზე მეტად სტიქიამ რომიდან 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ლადისპოლი დააზარალა, სადაც ძლიერმა ქარმა შენობები და ელექტორგადამცემი ხაზები დააზიანა. რამდენიმე საცხოვრებელ სახლს კი, სახურავი გადახადა.

მეტეოროლოგიური სამსახურების მცნობით, იტალიაში ძლიერი შტორმი დღესაც მოსალოდნელია.

იტალიაში, 27 ოქტომბერს, 2 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური, მაჩერატას პროვინცია დააზარალა. აღნიშნულ მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა 4 ადამიანი.

Comments
Loading...