ე.წ. ღამის მგლები საქართველოში არ შემოუშვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ რუს ბაიკერებს, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.

შს-ს ინფომრაციით, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში შემოსვლა გუშინ, ლარსის გამშვები პუნქტიდან სურდათ.
როგორც ცნობილია, საუბარია 50-მდე რუს ბაიკერზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, პერფორმანსის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული.

Comments
Loading...