ე.წ. ღორის გრიპით გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში H1N1-ით – ე.წ. ღორის გრიპით ჯარისკაცი გარდაიცვალა.

ინფორმაცია ამის შესახებ „ინფო 9“-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილი სპეციალური ოპერაციების ძალებში მსახურობდა.

როგორც უწყებაში განმარტეს, ჯარისკაცი H1N1 ვირუსით ჰოსპიტალში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.

გარდაცვლილს ოთხი შვილი დარჩა.

ამ დროისთვის, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით გარდაცვალების 10-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

Comments
Loading...