ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

H1N1-ით – ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამ სეზონზე, ეს გრიპის ვირუსით გამოწვეული გარდაცვალების მერვე შემთხვევაა.

„ღორის გრიპით“ კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების ფაქტს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამის მიზეზი, ამ შემთხვევაშიც, დაგვიანებული მკურნალობაა.

მედიკოსები მოქალაქეებს მოუწოდებენ, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმს.

Comments
Loading...