ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ საქართველოში „გურჯისტანის ვილაიეთი“ არ შეუქმნია – ვახტანგ გომელაური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურურმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ საქართველოში „გურჯისტანის ვილაიეთი“ შექმნა.

„ვილაიეთი არ შექმნილა ჯერ, ეგ არის ტყუილი ინფორმაცია“, – განაცხადა მან დღეს, კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გომელაურის ინფორმაციით, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების გამო რამდენიმე ათეულ უცხოელ პირს აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლის უფლება არ მიეცა. მისივე განმარტებით, მაქსიმალური კონტროლია დაწესებული, რომ საქართველოს გამოყენება ტრანზიტული მიზნით არ მოხდეს და მისი გავლით კონკრეტული პირები სირიაში არ მოხვდნენ.

გასულ წელს, სირიაში საბრძოლველად წასული თამაზ, იგივე ახმედ ჭაღალიძე აღნიშნულ ინფორმაციას „გურია ნიუსთან“ ადასტურებს და ამბობს, რომ “ვილაეათ ჯორჯიას საქმეში საქაღალდე სქელდება“.

კითხვაზე, რამ აიძულა ISIS-ის მებრძოლი გამხდარიყო, ჯაღალიძე ასე პასუხობს:

_ იძულება არაა. ისლამში გზა ჭეშმარიტებისა ნათლადაა გარჩეული ცდომილებისაგან და ნაბრძანებია, განვუდგეთ ტაღუთს (ეშმაკის მმართველობას) და ვიცხოვროთ.

ესაა მთავარი მოტივი; დღეს არაფრად ვთვლი იმ ზეწოლებს, რაც რუსეთუმე ქოცებისაგან იყო, მაგრამ კარგად მახსოვს და ვილაიეთ ჯორჯიას საქმეში საქაღალდე სქელდება.

_ უფრო მარტივად რომ გვითხრა, რას გულისხმობ?

_ დღეს ჯიჰადია ჯვაროსნებისა და მასონების წინააღმდეგ, რომლებმაც ოსმალთა ხალიფატის მერე, ათობით მილიონი მუსლიმი დახოცეს და გარყვნილების კანონები მოახვიეს ხალხს.

_ ხშირად ავრცელებ მუქარის შემცველ ვიდეოებს, ტექსტებს… წლების წინ, შენ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იბრძოდი, პოლიტიკაში მოსვლა გსურდა, აქციებზე დადიოდი… რა შეიცვალა, რა დაგიშავეს ადამიანებმა, უბრალო ქართველებმა, რა არ მოგწონს ხელისუფლების, რომლის შეცვლისთვისაც ბევრი ღამე ქუჩაში გაგითენებია?

_ არა, ეს მუქარა არაა _ ეს წინასწარი გაფრთხილების მცდელობაა. მუქარა უფრო სხვა რაღაცაა. უბრალო ქართველები? გამეცინა. უდანაშაულო არავინაა, რადგან რამდენი ასეული ქართველი იბრძოდა ერაყში? ავღანეთში? აფრიკის რეგიონში? ვინ გაასახლა მესხეთელი ქართველები მოგონილი ე.წ. თურქი-მესხობით? ვინ მოკლა ქისტები ღალატით? ვინ დახურა მეჩეთები? ყურანის სკოლები? ვინ გარყვნა აჭარა?

_ ხელისუფლებას რაში ადანაშაულებ?

_ არც ერთ ქართველს ხმა არ ამოუღია, პირიქით, ისლამს შეურაცხყოფენ და გონიათ, ვინმეს ეს ეპატიება? გადახედეთ საზოგადოებად გასაღებულ გაურკვეველი წარმომავლობის პარაზიტები, რეებს წერენ? ეს ხომ ყველა ზემოქმედებს?

ხელისუფლება _ ჩვენ მსგავსი პარაზიტების ინსტიტუტს არც კი ვაღიარებთ. ეგენი მათ მიერ დამონებული და გაუბედურებული უბრალო ქრისტიანი ხალხისათვისაც კი უბედურების მომტანი მასონები არიან, _ ამბობს ჭაღალიძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.