ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატების მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულება სასამართლომ დასაშვებად სცნო

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატების მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ახალი მტკიცებულება, სასამართლომ დასაშვებად სცნო და საქმეს დაურთო . ამის შესახებ “პირველ რადიოს” ,,თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ განუცხადა. გოგუაძის თქმით, ახალი მასალების მიხედვით დასტურდება, რომ კომპანია “დელტა კომმი”, რომელიც აქამდე გავრცელებული ინფომრაციით, თავდაცვის სამინისტროს უფასო სერვისს სთავაზობდა, რეალურად 20 მილიონს ითხოვდა. “სილქნეტთან” კი ანალოგიური შეთანხმება 6 მილიონზე გაფორმდა, რაც საქმის აღძვრის საფუძველი გახდა.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო სასამართლოზე,დაცვის მხარემ წარადგინა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ დელტაკომს უფასოდ კი არ უნდოდა მომსახურება, როგორც ამას დიდი ხნის განმავლობაში გვიმტკიცებდა პროკურატურა და კიდევ ამ საქმეში მონაწილე სხვადასხვა პოლიტიკური პირი, არამედ ამ მტკიცებულებების მიხედვით დელტაკომს შეთავაზება ჰქონდა 20 მილიონ ლარზე. კაბელების საქმეში დაკავებულ ბიჭებს კი ედავებოდნენ 4 მილიონის გაფლანგვას, სწორედ იმიტომ, რომ მათ “სილქნეტთან” დადეს ხელშეკრულება 4 მილიონ ლარზე. ეს საქმე დელტაკომის საჩივრით დაიწყო და ამ მტკიცებულებით, რომელიც დღეს მოსამართლემ დაურთო საქმეს და სცნო როგორც მტკიცებულება, დადასტურდა, რომ ამ ბიჭებმა საქართველოს სახლემწიფო ბიუჯეტს სულ მცირე 13 მილიონი დაუზოგეს. ასე ,რომ ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს საქმე იყო პოლიტიკური საქმე და ამ ბიჭების უდანაშაულობაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ზაფხულში როდესაც ეს ბიჭები გამოუშვეს ციხიდან , საზოგადოებაში არ დარჩა არცერთი ადამიანი, რომელსაც მათ პატიოსნებაში ეჭვი ეპარებოდა და მე მგონი მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში ჯიუტად აგრძელებენ საკუთარი როლის თამაშს, მაგრამ არც პროკურატურაშია დარჩენილი ვინმე ვისაც ეჭვი ეპარება ამ ადამიანების უდანაშუალობაში,”-განაცხადა “პირველ რადიოსთან” საუბრისას ნინო გოგუაძემ.

Comments
Loading...