ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე გამომძიებლები დაიკითხნენ

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ის გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს. გამომძიებლები ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით დაიკითხნენ. მათ მიერ, სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების დეტალები უცნობია, რადგან სასამართლო პროცესი დახრულია.

საქმის სასამართლო განხილვა რამდენიმე ეპიზოდადაა დაყოფილი, კერძოდ, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალი ბექა შენგელიას და ირმა ყოჩიაშვილს, ასევე ერთ არასრულწლოვანს აქვს წაყენებული. დანაშაულის შეუტყობინებლობას კი საგამოძიებო ორგანო სამ პირს ედავება.

თბილისში საზარელი მკვლელობა 2016 წლის 19 ოქტომბერს მოხდა. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირსა და აღნიშნული დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 1 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილ ლუბა ყოჩიაშვილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.

წყარო: interpressnews.ge

Comments
Loading...