ე.წ. “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის პირველი საჯარო განცხადება

“არასოდეს არ მითხოვია შეწყალება. ყოველთვის ვითხოვდი გამართლებას. პროკურატურა ჩემს საქმეს გადახედავს და თვითონ გამამართლებს. როდესაც ალეკო ელისაშვილი გახდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, იგი შემოსული იყო ციხეში. ამას ესწრებოდნენ სხვა მსჯავრდებულებიც. მან თქვა, რომ ჩემს
საქმეს იცნობს და მითხრა, რომ ადვოკატებს მიეტანათ კომისიაში განცხადება, რომ უდანაშაულო ვარ, რის შემდეგაც პრეზიდენტს თვითონ შეუტანდა ჩემს საქმეს. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე შეწყალების შესახებ განცხადება დამეწერა და ამის შემდეგ მოვიკითხე მანანა კობახიძესთან ჩემი საქმე. მანამდე შეწყალება არ მითხოვია. ვითხოვდი გამართლებას”
, – განაცხადა ზაუტაშვილმა.
მისი თქმით, იგი უკანონო პატიმარია და მხოლოდ იმიტომ ზის ციხეში, რომ იძულების მიუხედავად წარდგენილი ბრალდება არ აღიარა.

“ზღაპარია ფულის გადახდასთან დაკავშირებით განცხადებები. კანფეტიც არავისთვის მიმიცია”, – განაცხადა ანასტასია ზაუტაშვილმა, რომელიც ე.წ. კოკაინის საქმეზე 2010 წელს სხვა პირებთან ერთად დააკავეს და უმაღლესი სასჯელი მიუსაჯეს

Leave A Reply

Your email address will not be published.