ე.წ. კორტების საქმეზე ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს 12-12 წელი მიესაჯათ. ისინი განზრახ მკვლელობის ბრალდებით გასამართლდნენ.

ამ საქმეში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელებს სასამართლომ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. კახაბერ ნაკანს 6 წლით, ლევან ბეროძეს 3 წლით, ხოლო გრიგოლ კვინიკაძეს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.


Leave A Reply

Your email address will not be published.