ე.წ. მოდულის შენობაში სოფო ნიჟარაძის დაკითხვა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით მომღერალი სოფო ნიჟარაძე იკითხება.
სოფო ნიჟარაძე დაკითხვაზე ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად გამოცხადდა. როგორც მომღერალმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერები არის ფაბრიკაცია.
“მე ცოტა სასაცილოდ და აბსურდულად მეჩვენება დაკითხვაზე ჩემი დაბარება. თუმცა, თუ რაიმე შეკითხვები არსებობს ამ ფაბრიკაციულ ვიდეოებთან დაკავშირებით, მე მზად ვარ ვუპასუხო. როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მოვედი აქ და მზად ვარ კითხვებს გავცე პასუხები. ძალიან საინტერესოა თუ რა კითხვები იქნება დასმული, რა შეიძლება იყოს ეს არ ვიცი, დეტალებს გამოსვლის შემდეგ გაგაცნობთ”, – განაცხადა ნიჟარაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვას, რა ურთიერთობაში იმყოფება ყოფილ პრეზიდენტთან, ნიჟარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მისი მეგობარია.

Leave A Reply

Your email address will not be published.