ე.წ. ნავთლუღის ბაზრის შიდა და გარე ტერიტორიებზე მოვაჭრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში ხმაურია. ერთმანეთს ბაზრის შიდა და გარე ტერიტორიებზე მოვაჭრეები დაუპირისპირდნენ.

ბაზრის შიდა ტერიტორიაზე განთავსებული მოვაჭრეეების განცხადებით, მნიშვნელოვანია აიკრძალოს გარევაჭრობა, რადგან მოხდეს ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია თბილისის მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების დაინტერესება სანიტარულ ნორმებთან დაკავშირებით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მყოფმა მოვაჭრეებმა განუცხადეს, გარემოვაჭერეებს არა ერთხელ ჰქონდათ შეთავაზება, შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობის, თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა არ აიკრძალება, თბილისის მერიასთან პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

საწინააღმდეგოს აცხადებენ გარემოვაჭრეები. მათი თქმით, ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე ადგილები უკვე დაკავებულია და მათ საკუთარი პროდუქტის რეალიზების შესაძლებლობა არ მიეცემათ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

წყარო: interpressnews.ge

Comments
Loading...