ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული დავით დევნოზაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ე.წ.ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

როგორც საქმის პროკურორი ემზარ გაგნიძე აცხადებს, არსებობს ბრალდებულის მიერ მოწმეებზე ზემოქმედების ან მიმალვის საფრთხე.

დაცვის მხარის განცხადებით, საქმეზე ყველა დაზარალებული დაკითხულია. შესაბამისად, არგუმენტი, რომ ბრალდებული ზემოქმედებას ვინმეზე მოახდენს, არ არსებობს.

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის სანაცვლოდ 10 ათას ლარიან გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ.

საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზეა ბრალდებული.

Comments
Loading...