ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე- ფაქტო გენერალური პროკურორი მერაბ ჩიგოევი გარდაიცვალა

სააგენტო “ინტერფაქსი” ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე- ფაქტო გენერალური პროკურორის მერაბ ჩიგოევის სიკვდილის შესახებ იუწყება.
“სოვეცკაიასა და ალანა ჯიოევას ქუჩების კვეთაზე , ჩიგოევი საკუთარ მანქანასთან მივიდა, რა დროსაც გამვლელი მანქანა დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – წერს სააგენტო. ჩიგოევი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილი გახდა, რომ დამნაშავე მძღოლი უკვე დააკავეს.
ჩიგოევი დეფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრემიერის შვილის ქორწილში იმყოფებოდა და სახლში აპირებდა დაბრუნებას.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებული მძღოლი ნასვამი იყო.

Comments
Loading...