ე.წ. შეწყალების კომისიის საქმეზე პროკურატურის მაღალჩინოსნები დაიკითხნენ

ე.წ. შეწყალების კომისიის საქმეზე პროკურატურის მაღალჩინოსნები დაიკითხნენ. ინფორმაცია ამის შესახებ კურიერს პროკურატურაში უკვე დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით დაიკითხნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, პროკურატურის პრესამსახურის თანამშრომელი ნათია სუხიაშვილი, ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე და პროკურატურის სამართლებრივი დეპარტამენტის თანამშრომელი.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილის თქმით, მან ე.წ. შეწყალების საქმეზე ადრეც მიაწოდა პროკურატურის თანამშრომლებს ინფორმაცია. არსებული ინფორმაციით შეხვედრა ნათია სუხიაშვილის ორგანიზებით შედგა.

თუმცა გუშინ მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით გოგაძესა და ელისაშვილს ე.წ. შეწყალების კომისიის საქმეზე არ უსაუბრია.

Comments
Loading...