ეგვიპტეში რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ეგვიპტეში რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანია „კოგალიმავიას” ლაინერი Airbus-321 ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა.

„რია ნოვოსტი” ეგვიპტურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, თვითმფრინავის ნაწილები ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში იპოვეს.

თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა.

ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.