ეგვიპტეში საარჩევნო კომისიის წევრები ააფეთქეს

ქალაქ ელ-არიშში, სასტუმროს შენობასთან ორმაგი ტერაქტი განხორციელდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, შენობის სიახლოვეს ავტომანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა 10-წუთიანი ინტერვალით ამოქმედდა.

ტერაქტი ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მეორე დღეს განხორციელდა. ცნობილია, რომ სასტუმროში საარჩევნო კომისიის წევრები იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა.

Leave A Reply

Your email address will not be published.