ეგვიპტეში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 პოლიციელი დაიღუპა

ეგვიპტეში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 პოლიციელი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა ქაიროდან 35 კილომეტრში მდებარე საქარაში მოხდა. უცნობი პირები პოლიციის ბლოკპოსტს მოტოციკლით მიუახლოვდნენ და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ.

ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და დამნაშავეების ძებნა მიმდინარეობს.

თავდამსხმელების ვინაობა და მოტივაცია ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, BBC აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ 2013 წლის შემდეგ, რაც ისლამისტი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი გადააყენეს, სამართალდამცავებზე თავდასხმები გახშირდა.

ამასთან, ხელისუფლება ებრძვის ადგილობრივ ჯიჰადისტებს, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობენ და მათ უკავშირდება ცოტა ხნის წინ სინაის ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, რა დროსაც 224 ადამიანი დაიღუპა.

Comments
Loading...